პირველადი საპროგნოზო მონაცემებით, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატები მმართველ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს 0.2 პროცენტით უსწრებენ
პირველადი საპროგნოზო მონაცემებით, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატები მმართველ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს 0.2 პროცენტით უსწრებენ

პირველადი საპროგნოზო მონაცემებით, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე სოციალ-დემოკრატები მმართველ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს 0.2 პროცენტით უსწრებენ. გერმანული მედიის ინფორმაციით, სოციალ-დემოკრატებს 24.9-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვთ, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის ალიანსს კი 24.7 პროცენტი უჭერს მხარს.

გარემოს დამცველ „მწვანეთა პარტიას“, რომელიც, არსებული მონაცემებით, მესამე ადგილზეა, ხმების 14.8 პროცენტი აქვს, რაც აღნიშნული პარტიისთვის რეკორდული მაჩვენებელია. შემდეგ ადგილებს ინაწილებენ ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 11.3 პროცენტით და თავისუფალი დემოკრატები 11.2 პროცენტი აქვთ.

არსებული მონაცემებით, საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შესაძლებლობა აქვს სოციალისტურ მემარცხენე პარტიას, რომელსაც ხმების ხუთი პროცენტი აქვს.

პროგნოზების მიხედვით, არჩევნების ყველაზე დიდი გამარჯვებულები მემარცხენე-ცენტრისტული პარტიები არიან. ანგელა მერკელის წასვლის ფონზე, კონსერვატიულმა ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა, წინა არჩევნებთან შედარებით, რვა პროცენტით ნაკლები აიღო და თუ ეს მონაცემები საბოლოო შედეგებს დაემთხვევა, ეს იქნება კონსერვატიული კავშირის ყველაზე ცუდი შედეგი 1949 წლის შემდეგ.