პირველად საქართველოს ნაკრების ისტორიაში!
პირველად საქართველოს ნაკრების ისტორიაში!

რიგის „დაუგავა არენაზე“ ერთა ლიგის მეოთხე შესვედრაში საქართველომ ლატვია დაამარცხა და „დ“ დივიზიონის პირველი ჯგუფის გამარჯვებული გახდა.

საქართველოს ნაკრებმა 12 ქულა დააგროვა, დარჩენილ ორ შეხვედრაში კონკურენტებისათვის მიუწვდომელი გახდა და ჯგუფში პირველი ადგილი და ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის ნახევარფინალში გასვლა გაინაღდა.

საინტერესოა, რომ საქართველომ პირველად დაამყარა რამდენიმე რეკორდი და მისი ისტორიისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავიც მოხდა.

საქართველო ერთა ლიგის „დ“ დივიზონში პირველი გუნდია, რომელმაც ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ჩენი ნაკრები ერთა ლიგის შემდეგ გათამაშებაში რანგით მაღალ, „ც“ დივიზიონში გადაინაცვლებს.

საქართველოს ნაკრებმა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო ზედიზედ მეოთხე შეხვედრა.

საქართველოს ნაკრებმა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად დაასრულა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა ისე, რომ გოლი არ გაუშვია.

საქართველოს ნაკრები თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გახდა შესარჩევი ჯგუფში გამარჯვებული.

საქართველოს ნაკრებმა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოახერხა ოფიციალურ შეხვედრაში გასვლაზე ლატვიის დამარცხება.

საქართველოს ნაკრებმა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოახერხა უხერხულ მეტოქესთან, ლატვიასთან ოფიციალურ შეხვედრებში მოგებული თამაშების ანგარიშის გათანაბრება – მათთან აქამდეე ხუთი დაპირისპირებიდან ორში დავმარცხდით, მხოლდო ერთხელ მოვიგეთ და ორიც ფრედ ვითამაშეთ. დღეს კი მეორედ მოვიგეთ, ბურთების შეფარდებით კი ბალტიისპირელებს ვაჯობეთ – 7:5.