პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში - ვიდეორეფერიმ „ლოკომოტივის“ გოლი გააუქმა
პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში - ვიდეორეფერიმ „ლოკომოტივის“ გოლი გააუქმა

თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა გუნდი ესპანეთში ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო ტურნირის (MIC 2019) პლეიოფში გავიდა.

კატალონიურ „ბანიოლესთან“ დამაჯერებელი გამარჯვების (5:0) შემდეგ, თბილისელებმა ჯგუფური ეტაპის დარჩენილი ორ შეხვედრა ჩაატარეს. „ლოკომოტივი“ ჯერ კატალონიურ „ბ1 სოქერ აკადემიასთან“ 2:3 დამარცხდა. გოლები ბუიღლიშვილმა და ️შეყილაძემ გაიტანეს.

გადამწყვეტი აღმოჩნდა ინგლისურ „ელიტ უნიონ აკადემიასთან“ მატჩი, რომელიც „ლოკომოტივმა“ 2:0 მოიგო. საინტერესოა, რომ ტურნირის ისტორიაში პირველად გამოიყენეს ვიდეორეფერი, როდესაც „ლოკომოტივის“ ფეხბურთელმა გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ვიდეორეფერი ქართული გუნდის მონაწილეობითაც პირველად გამოიყენეს. მისი ჩარევის შემდეგ თბილისელთა თავდამსხმელს თამაშგარე მდგომარეობა დაუფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა.

ამ დროს, 0:0 იყო. „ლოკომოტივმა“ უფრო მწვავედ შეუტია, დავითაშვილისა და ️კონიაშვილის გოლებით 2:0 მოიგო და ჯგუფიდან ტურნირის ფლეი-ოფში გავიდა.