პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში - ქართველი ფეხბურთელი ყველა ტოპლიგაში ითამაშებს #1TVSPORT
პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში - ქართველი ფეხბურთელი ყველა ტოპლიგაში ითამაშებს #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძე „ვილეარეალში“ გადავიდა და ამით იშვიათი ფაქტი დაფიქსირდა – ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ქართველი ფეხბურთელი ყველა ტოპლიგაში (ინგლისის პრემიერლიგა, იტალიის სერია A, ესპანეთის ლა ლიგა, გერმანიის ბუნდესლიგა და საფრანგეთის ლიგა 1) ითამაშებს.

ამ ეტაპზე ტოპლიგის გუნდებში 11 ქართველი ფეხბურთელი ირიცხება.

იტალია

საბა გოგლიჩიძე („უდინეზე“)

საბა საზონოვი („ტორინო“)

დაჩი ლორთქიფანიძე („კრემონეზე“)

საფრანგეთი

ხვიჩა კვარაცხელია („პარი სენ-ჟერმენი“)

გიორგი წიტაიშვილი, გიგი აბუაშვილი (ორივე – „მეცი“)

ინგლისი

გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული“)

ვახტანგ სალია („ნიუკასლი“)

გერმანია

ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“)

გიორგი გოჩოლეიშვილი („ჰამბურგი“)

ესპანეთი

გიორგი მიქაუტაძე („ვილეარეალი“)