პირველად კლუბის ისტორიაში, „ტოტენჰემმა“ ინგლისის ჩემპიონატის პირველ ოთხ ტურში გოლი ვერ გაიტანა #1TVSPORT

22:53, 12.09.2026

ინგლისის პრემიერლიგის 2026/2027 წლის სეზონის მეოთხე ტურის მატჩი „ტოტენჰემსა“ და „ევერტონს“ შორის ფრედ, 0:0 დასრულდა.

ამ შეხვედრით „ტოტენჰემმა“ ანტირეკორდი დაამყარა – ლონდონურმა გუნდმა ინგლისის ჩემპიონატის საწყის ოთხ ტურში გოლის გატანა ვერ შეძლო, ასეთი რამ კი ისტორიაში არ მომხდარა.

მიმდინარე სეზონის პირველ ტურში „ტოტენჰემი“ სტუმრად „ბრენტფორდთან“ 0:3 დამარცხდა, შემდეგ საკუთარ მოედანზე „ნიუკასლთან“ 0:2 წააგო. მესამე ტურის მატჩი კი „ნოტინგემ ფორესტთან“ 0:0 ითამაშა.

ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელებმა შემადგენლობის გასაძლიერებლად 300 მილიონ ფუნტზე მეტი დახარჯეს, თუმცა ამჟამად ლონდონელები 2 ქულით პრემიერლიგის ცხრილში მე-17 ადგილზე არიან.

მსგავსი