პირველად ისტორიაში ქალთა ლიგა 2 ჩატარდება - წილისყრაში „რაჭა“, „ქარიშხალა“ და „ფენიქსი“ მონაწილეობდნენ #1TVSPORT
პირველად ისტორიაში ქალთა ლიგა 2 ჩატარდება - წილისყრაში „რაჭა“, „ქარიშხალა“ და „ფენიქსი“ მონაწილეობდნენ #1TVSPORT

2021 წლის სეზონიდან, ისტორიაში პირველად საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის მეორე დივიზიონის გათამაშება ჩატარდება. ქალთა ლიგა 2-ში მონაწილეობას რვა გუნდი მიიღებს და ტურნირი 25 აპრილს დაიწყება.

ქალთა ლიგა 2-ში, 2020 წლის სეზონის შედეგების მიხედვით ითამაშებენ – ხაშურის „ივერია“, სოხუმის „დინამო“, ახალციხის „ზარზმა“, მცხეთას „დიდგორი“, ახალ სეზონში „თუშეთი“ შეცვლილი სახელით იასპარეზებს. ახმეტის გუნდი 2021 წლიდან „ბახტრიონის“ სახელით წარდგება გულშემატკივრის წინაშე. 2021 წლის სეზონიდან, ქალთა ლიგა 2-ს სამი დებიუტანტი ჰყავს, საჩხერის „ქარიშხალა“, ზუგდიდის „ფენიქსი“ და ამბროლაურის „რაჭა 2020“.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, ქალთა ლიგა 2-ის 2021 წლის სეზონის წილისყრა გაიმართა.

ქალთა ლიგა 2 / 1 ტური / 25 აპრილი

„ბახტრიონი“ (ახმეტა) – „დიდგორი“ (მცხეთა)

„ქარიშხალა“ (საჩხერე) – „ივერია“ (ხაშური)

„ფენიქსი“ (ზუგდიდი) – „რაჭა 2020“ (ამბროლაური)

„დინამო“ (სოხუმი) – „ზარზმა“ (ახალციხე)

ქალთა ლიგა 2-ში პირველ ადგილზე გასული გუნდი, ქალთა ლიგაში დაწინაურდება. მეორეადგილოსანი კი ფლეი-ოფს ითამაშებს და რანგით უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად ქალთა ლიგის მეშვიდეადგილოსანს დაუპირისპირდება.