პირველად ისტორიაში ოლიმპიადის გახსნის ცერემონია სტადიონის მიღმა გაიმართება - პარიზის თამაშებს მდინარე სენაზე გახსნიან #1TVSPORT
პირველად ისტორიაში ოლიმპიადის გახსნის ცერემონია სტადიონის მიღმა გაიმართება - პარიზის თამაშებს მდინარე სენაზე გახსნიან #1TVSPORT

2024 წელს, პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მდინარე სენაზე გაიმართება. ამის შესახებ გამოაცხადა მომავალი ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ვებგვერდმა.

გახსნის ცერემონია 26 ივლისს შედგება და ის ისტორიაში პირველად ჩატარდება სტადიონის მიღმა ტერიტორიაზე.

შოუ მდინარე სენას დინების მომართულებით გაიმართება – აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ექვსი კილომეტრის მანძილზე. ცერემონია დაიწყება ბოტანიკური ბაღის წინ აუსტერლიცის ხიდიდან, შემოივლის ორ პარიზულ კუნძულს – ილ-სენ-ლუისა და სიტეს და გაივლის ბევრ ხიდს. მარშრუტი დასრულდება ტროკადეროს მოედნის წინ, სადაც შედგება ფინალური შოუ და ოფიციალური ცერემონიები.

პარიზში ზაფხულის ოლიმპიადა 2024 წელს 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაიმართება.