პირველად ისტორიაში - მოყვარულთა ლიგის ჩემპიონმა საქართველოს თასის პირველი ეტაპი გადალახა [ვიდეო] #1TVSPORT
პირველად ისტორიაში - მოყვარულთა ლიგის ჩემპიონმა საქართველოს თასის პირველი ეტაპი გადალახა [ვიდეო] #1TVSPORT

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე პირველი ეტაპის მატჩები გაიმართა. გათამაშებისა და მოყვარულთა ლიგის ისტორიაში პირველად სამოყვარულო ლიგის ჩემპიონმა („ბასა“) პირველი ეტაპი გადალახა.

„ბასამ“ გლდანის საფეხბურთო ცენტრში ჭიათურის „მაღაროელს“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. მოყვარულებიდან გოლები ზურაბ ბიძინაშვილმა (მე-8 წუთზე), გივი ჩიქოვანმა (38), გურამ ბარბაქაძემ (66) და ედგარ კაზარიანმა (78-პენალტი) გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე საქართველოს თასზე მხოლოდ უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბები თამაშობდნენ, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციამ გათამაშებაში ჯერ დაბალი ლიგს კლუბები დაუშვა, 2021 წლიდან კი თასზე მოყვარულთა ლიგის ჩემპიონიც თამაშობს.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი, პირველი ეტაპი:

„დინამო“ (ზუგდიდი) – „გურია“ 0:1

„მარგვეთი 2006“ – „მაჭახელა“ 1:2

„შტურმი“ – „მეშახტე“ 1:2

„შუქურა 2“ – „რუსთავი“ 1:0

„მერანი 2“ (მარტვილი) – „ოდიში“ 2:0

„კოლხეთი 2“ (ფოთი) – „ირაო“ 0:1

„ვარკეთილი“ – „გორი“ 0:2

„მფკ ბასა“ – „მაღაროელი“ 4:0

„ვიტ ჯორჯია“ 2 – „სამგურალი 2“ 1:0

„ჩიხურა“ – „საბურთალო 2“ 3:5

„სქური“ – „მერანი 2„ (თბილისი) 6:2

„სამეგრელო“ – „ბეთლემი“ 0:7

„თბილისი სითი“ – „სულორი“ 5:2

„ბახმარო“ – „ლოკომოტივი 2“ 1:0

„გარდაბანი“ – „ზესტაფონი“ 3:1

„იუჯი-35“ – „ივერია“ (ხაშური) 3:0