პირველად ისტორიაში – „ფლამენგო“ სამხრეთ ამერიკის სუპერთასის მფლობელი გახდა

10:38, 27.02.2020

ბრაზილიურმა „ფლამენგომ“ სამხრეთ ამერიკის სუპერთასი მოიგო. ლიბერტადორესის თასის გამარჯვებულმა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალისტმა ორი მატჩის ჯამში „კოპა სუდამერიკანას“ გამარჯვებული, ეკვადორის „ინდეპენდიენტე დელ ვალიე“ დაამარცხა.

პირველი მატჩი ეკვადორში 2:2 დასრულდა, განმეორებითში კი ბრაზილიელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს – 3:0.

ლეგენდარულ სტადიონ „მარაკანაზე“ გამართულ მატჩში თავი გაბრიელ ბარბოზამ და ჟერსონმა (2) გამოიჩინეს.

„ფლამენგომ“ სამხრეთ ამერიკის სუპერთასი ისტორიაში პირველად მოიგო.

მსგავსი