პირველად ძირითადში - კვირკველიას გუნდი დიდი ანგარიშით დამარცხდა #1TVSPORT
პირველად ძირითადში - კვირკველიას გუნდი დიდი ანგარიშით დამარცხდა #1TVSPORT

საბა კვირკველიამ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ხარკოვის „მეტალისტ 1925“-ში პირველად ჩაატარა სრული შეხვედრა, რომელშიც გუნდი დიდი ანგარიშით დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის გუნდმა უკრაინის პრემიერლიგის მე-13 ტურში ლუგანსკის „ზორიას“ უმასპინძლა და მე-6 წუთზე დაწინაურდა. თუმცა, უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. ამაში დიდი როლი 65-ე წუთზე მომხდარმა ფაქტმაც მოახდინა – ხარკოველების მცველმა, მიხაილო შერშენმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. საბოლოოდ, „მეტალისტ 1925“ დიდი ანგარიშით დამარცხდა – 1:6.

საბა კვირკველია უკრაინულ გუნდში ოქტომბერში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და მისი ფორმით მესამე შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში პირველი ითამაშა.

ბოლოს 29 წლის მცველმა ძირითად შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა – ეს 2 ივნისს მოხდა, როდესაც ვილი სანიოლის გუნდმა პლოეშტში რუმინეთის ნაკრები 1:2 დაამარცხა. თუმცა, 64-ე წუთზე გააძევეს და მატჩი სრულად ვერ ჩაატარა. სრულად კი ბოლოს 7 მაისს რუსეთის პრემიერლიგაში ვოლგოგრადის „როტორის“ ფორმით „სოჭის“ წინააღმდეგ ითამაშა.

უკრაინის პრემიერლიგაში გამართული 13 ტურის შემდეგ, ხარკოვის „მეტალისტ 1925“-მა 19 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს.