პირველად ძირითად შემადგენლობაში - ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ „არმინია“ დაამარცხა #1TVSPORT
პირველად ძირითად შემადგენლობაში - ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ „არმინია“ დაამარცხა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში საკუთარ მოედანზე „არმინია“ მიიღო და დაძაბულ შეხვედრაში 4:2 დაამარცხა.

28-ე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი პირველად მოხვდა ძირითად შემადგენლობაში და 62 წუთი ითამაშა. „არმინიამ“ ანგარიში მატჩის პირველ ნახევარში გახსნა და „კარლსრუემ“ ტაიმი 0:1 წააგო.

ზივზივაძის გუნდმა თამაშის შემოტრიალება მოახერხა, მეორე ტაიმში მეტოქეს ოთხი გოლი გაუტანა და საბოლოოდ დამაჯერებელი ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა.

„კარლსრუემ“ 39 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზეა. სეზონის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე, პლეი აუტის პოტენციურ მონაწილე „რეგენსბურგს“ 12 ქულით ასწრებს და დარჩენილ შეხვედრებში ქულების დაგროვება სჭირდება, რათა მეორე ბუნდესლიგაში გადათამაშების გარეშე დარჩეს.