პირველად ბოლო შვიდ წელიწადში - ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ლიონელ მესი გახდა
პირველად ბოლო შვიდ წელიწადში - ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ლიონელ მესი გახდა

ჩემპიონთა ლიგის 2018-19 წლების გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი 12 გოლით „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი გახდა.

„ლივერპულისა“ და „ტოტენჰემის“ ფინალის წინ, არგენტინელი ამ გუნდებიდან უახლოეს კონკურენტებს შვიდი გოლით უსწრებდა, ასე რომ, პრაქტიკულად განაღდებული ჰქონდა მოგება.

მესი მეხუთედ გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი. მანამდე ის 2009-12 წლებში იყო საუკეთესო. ასე რომ, ლეომ პირველად ბოლო შვიდ წელიწადში გაიტანა ყველაზე მეტი გოლი და დაამხო კრიშტიანუ რონალდუს ჰეგემონია, რომელიც 2012-13 წლების სეზონიდან მოყოლებული მუდმივად საუკეთესო ბომბარდირი ხდებოდა (2014-15 წლების სეზონში, პორტუგალიელმა პირველი ადგილი გაიყო მესისთან და ნეიმართან).

აღსანიშნავია, რომ ეს უკვე ზედიზედ მე-12 სეზონია, როცა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი მესი ან რონალდუ ხდება.

ჩემპიონთა ლიგის 2018-19 წლების გათამაშების საუკეთესო ბომბარდირები:

12 – ლიონელ მესი (ბარსელონა) – 837 წუთი (ერთი გოლი საშუალოდ 69,8 წუთში)
8 – რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 714 წუთი (ერთი გოლი საშუალოდ 89,3 წუთში)
6 – სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) – 510 წუთი (ერთი გოლი საშუალოდ 85 წუთში)
6 – კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) – 749 წუთი (ერთი გოლი საშუალოდ 124,8 წუთში)
6 – მუსა მარეგა (პორტუ) – 840 წუთი (ერთი გოლი საშუალოდ 140 წუთში)
6 – დუშან ტადიჩი (აიაქსი) – 1080 წუთი (ერთი გოლი საშუალოდ 180 წუთში)

დატოვე კომენტარი