პირველად ბოლო ექვს წელიწადში - „რეალმა“ სეზონში მე-10 მატჩი წააგო
პირველად ბოლო ექვს წელიწადში - „რეალმა“ სეზონში მე-10 მატჩი წააგო

მადრიდის „რეალმა“ ესპანეთის თასის მერვეფინალის განმეორებითი მატჩი „ლეგანესთან“ წააგო (0:1), თუმცა, პირველი შეხვედრა დიდი ანგარიშით (3:0) ჰქონდა მოგებული და ორი მატჩის ჯამში მეოთხედფინალში გავიდა.

ეს იყო მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე „რეალის“ მეათე წაგება. ბოლოს, ამდენი მარცხი ერთი სეზონის განმავლობაში, მადრიდულ კლუბს 2012-13 წლების სეზონში ჰქონდა. მაშინ, ჯამში „რეალმა“ 11 შეხვედრა დათმო.

ესპანეთის თასის მეოთხედფინალის გარდა, „რეალი“ გასულია ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ესპანეთის ჩემპიონატში კი მეოთხე ადგილზე იმყოფება.