პირველად ბოლო 93 წელიწადში - იტალიამ შინ ზედიზედ მეხუთედ ვერ მოიგო
პირველად ბოლო 93 წელიწადში - იტალიამ შინ ზედიზედ მეხუთედ ვერ მოიგო

სანაკრებო მატჩების სერია, რომელიც ექვსი დღე გაგრძელდება, იტალიისა და უკრაინის ნაკრებმა გახსნეს. მათ გენუაში „ლუიჯი ფერარისის“ სტადიონზე ამხანაგურ მატჩში ფრედ 1:1 ითამაშეს.

55-ე წუთზე ანგარიში ფედერიკო ბერნარდესკიმ გახსნა, თუმცა, შვიდ წუთში უკრაინელთა მხრიდან რუსლან მალინოვსკიმ გაათანაბრა.

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის საშინაო მოუგებელი სერია ხუთ მატჩამდე ავიდა. ბოლოს ასეთი რამ იტალიის ნაკრებს 1923-25 წლებში დაემართა. უკრაინამდე „სკუადრა აძურამ“ შინ ვერ მოუგო მაკედონიას (1:1), შვედეთს (0:0), ჰოლანდიას (1:1) და პოლონეთს (1:1).

იტალიის ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა –
დონარუმა, კიელინი, ბონუჩი, ბირაგი (კრიშიტო, 88), ფლორენცი (პიჩინი, 84), ვერატი (ბონავენტურა, 70), ჟორჟინიო, ბარელა (პელეგრინი, 78), ინსინიე (ბერარდი, 78), ბერნარდესკი (იმობილე, 57), კიეზა.