პირველად ბოლო 65 წელიწადში, „რეალ მადრიდი“ და „ბარსელონა“ ერთ დღეს გამოეთიშნენ ესპანეთის თასს
პირველად ბოლო 65 წელიწადში, „რეალ მადრიდი“ და „ბარსელონა“ ერთ დღეს გამოეთიშნენ ესპანეთის თასს

ესპანეთის თასის გათამაშებას ერთი დღის განმავლობაში გამოეთიშა ორი ფავორიტი – „რეალ მადრიდი“ და „ბარსელონა“. მათ მეოთხედფინალური ეტაპი ვერ გაიარეს.

„რეალი“ შინ იღებდა „სოსიედადს“ და ორჯერ აგებდა სამი ბურთის სხვაობით – 0:3, 1:4. მხოლოდ ბოლო 10 წუთში გატანილი ორი გოლით შეძლო მადრიდულმა კლუბმა, რომ უფრო მისაღები გაეხადა საბოლოო ანგარიში – 3:4. „რეალმა“ სანახევროდ მეორე შემადგენლობით ითამაშა. ყველაზე მეტად არ გაამართლა კარში კრის არეოლას დაყენებამ, რომლის სინდისზე მინიმუმ ორი გოლი იყო.

„ბარსელონა“ ბოლო შვიდ წელიწადში პირველად არ ითამაშებს ფინალში. კატალონიელებმა შინ 93-ე წუთზე გაუშვეს ერთადერთი გოლი და 0:1 წააგეს ბილბაოს „ატლეტიკთან“.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს ესპანეთის თასზე ერთ დღეში „რეალი“ და „ბარსელონა“ 1955 წელს გამოვარდნენ.

თასის ნახევარფინალში ითამაშებენ – „გრანადა“, „მირანდესი“, „ატლეტიკი“ და „რეალ სოსიედადი“.