პირველად ბოლო 14 წლის განმავლობაში - „კადისი“ პრიმერა დივიზიონში ითამაშებს
პირველად ბოლო 14 წლის განმავლობაში - „კადისი“ პრიმერა დივიზიონში ითამაშებს

ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში ჩატარებული 40 ტურის შემდეგ „კადისი“ სატურნირო ცხრილს 69 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი ამ მომენტისთვის არის „უესკა“, რომელსაც 64 ქულა აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ „კადისმა“ პრიმერა დივიზიონში გადასვლა უკვე თეორიულადაც გაინაღდა და 2005-06 წლების სეზონის შემდეგ უმაღლეს დონეზე პირველად ითამაშებს.

ანდალუსიური გუნდის პრეზიდენტ მანუელ ვისკაინოს თქმით, კლუბმა ულვე გააკეთა პირველი შენაძენი და „რეალ მადრიდისა“ და ესპანეთის ეროვნული გუნდი ყოფილი ფორვარდი, ალვარო ნეგრედო გადაიბირა.

ნეგრედოს ანგარიშზე ესპანეთის ნაკრებში ჩატარებული 21 მატჩი გატანილი ცხრა გოლია.