პირველად „აპოლონის“ სასტარტოში - ინჯგია აეკ-თან საგოლე შეტევაში მონაწილეობდა #1TVSPORT
პირველად „აპოლონის“ სასტარტოში - ინჯგია აეკ-თან საგოლე შეტევაში მონაწილეობდა #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატში კორონავირუსის გამო რამდენიმე მატჩი გადაიდო. თემურ ქეცბაიას „ანორთოსისის“, ქართული სამეულის „აპოელის“ და ავთო ებრალიძის „დოქსას“ მატჩებიც მოგვიანებით გაიმართება.

პანდემიის შემოტევის გამო, მხოლოდ ერთი ისეთი შეხვედრა ჩატარდა, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა, რეზი ინჯგიამ ითამაშა და საგოლე შეტევაში მონაწილეობით თავის გამოჩენა მოახერხა.

20 წლის ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში მე-7 შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ლიმასოლის „აპოლონის“ გერმანელმა მწვრთნელმა, ალექკსანდრ ზორნიგერმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ინჯგიამ 54 წუთი ითამაშა და შემდეგ შეცვალეს.

„აპოლონი“, რომელიც ამ შეხვედრამდე კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერი იყო, ლარნაკაში აეკ-ს ესტუმრა. მასპინძლებმა ანგარიში 49-ე წუთზე გახსნეს, მაგრამ 2 წუთში ქართველმა საჯარიმოსთან შეტევა დანილო სპოლიარიჩს გაუგრძელა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. თუმცა 54-ე წუთზე აეკ-მა მეორე გაიტანა, „აპოლონი“ 2:1 დაამარცხა და ჩემპიონატში გალიდერდა, ხოლო ქართველის გუნდი მესამე ადგილზე დააქვეითა.