პირველად 2017 წლის შემდეგ – „ლივერპულმა“ პრემიერლიგაში ზედიზედ მეოთხედ ვერ მოიგო

15:11, 18.01.2021

ინგლისის ჩემპიონატის მე-19 ტურის ცენტრალურ მატჩში „ლივერპულმა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და ნულოვანი ფრე ითამაშა – 0:0.

იურგენ კლოპის შეგირდებისთვის მანჩესტერელებთან გამართული შეხვედრა პრემიერლიგაში მეოთხე მატჩი იყო, როდესაც მერსისაიდელებმა გამარჯვებას ვერ მიაღწიეს. ინგლისის ჩემპიონებისთვის მსგავსი შემთხვევა 2017 წლის შემდეგ არ მომხდარა.

პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში კვლავ მანჩესტერული გრანდია (37 ქულა), მერსისაიდელები კი მეოთხე პოზიციაზე იმყოფებიან და პირველადგილოსან „იუნაიტედს“ მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი