პირველად 18 წლის შემდეგ - ევროთასების პლეი ოფში ვერცერთი რუსული კლუბი ვერ მოხვდა
პირველად 18 წლის შემდეგ - ევროთასების პლეი ოფში ვერცერთი რუსული კლუბი ვერ მოხვდა

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები გუშინ გაიმართა. ერთ-ერთი შეხვედრა ესპანეთში შედგა, სადაც „კრასნოდარმა“ „ხეტაფესთან“ ანგარიშით 0:3 წააგო და ტურნირს გამოეთიშა. „კრასნოდარი“ ბოლო რუსული კლუბი იყო, რომელსაც პლეი ოფში მოხვედრის შანსი კიდევ ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა.

ცოტა ხნით ადრე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოსკოვის „ლოკომოტივი“ და „ზენიტი“ ჩარჩნენ, ხოლო ევროპა ლიგიდან „ცე ეს კა“ გამოვარდა.

ასეთი ფაქტი ბოლოს 18 წლის წინ მოხდა, როდესაც ევროთასების ჯგუფური ეტაპი ვერცერთმა რუსულმა კლუბმა ვერ გადალახა.