პირველად 172 მატჩის შემდეგ - გვარდიოლამ ძირითადი შემადგენლობა უცვლელად დატოვა
პირველად 172 მატჩის შემდეგ - გვარდიოლამ ძირითადი შემადგენლობა უცვლელად დატოვა

პრემიერლიგის მე-6 ტურის მატჩში „ვესტ ჰემის“ წინააღმდეგ გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობა დაასახელა.

BT Sport – ის ცნობით, ეს მოხდა პირველად, 172 მატჩის შემდეგ, როცა გვარდიოლამ წინა მატჩის ძირითადი შემადგენლობა იგივე დატოვა და განაცხადში ცვლილება არ შეუტანია. „ვესტ ჰემს“ ზუსტად ის 11 ფეხბურთელი დაუპირისპირდება, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე „პორტუსთან“ ითამაშა.

მსგავსი შემთხვევა ბოლოს 2017 წელს დაფიქსირდა და დღემდე თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი მომდევნო მატჩებში ცვლილებას აუცილებლად აკეთებდა.