პირველ წრეში საუკეთესო ბათუმელთა მეკარეა, მწვრთნელებში ფრუიძე გამაორჩიეს
პირველ წრეში საუკეთესო ბათუმელთა მეკარეა, მწვრთნელებში ფრუიძე გამაორჩიეს
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრე დასრულდა. ელიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა წრის საუკეთესოები დააასახელა.
 
პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად ბათუმის დინამოს მეკარე მიხეილ ალავიძე აღიარეს, ხოლო საუკეთესო მწვრთნელი სოსო ფრუიძე გახდა. საჩხერის ჩიხურას დამრიგებელმა კიდევ ერთხელ დაიწყო ახალი გუნდის ჩამოყალიბება და კიდევ ერთხელ შეძლო ჩიხურას ლიდერებში გარევა.
ასევე დასახელდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრის სიმბოლური ნაკრები, რომელიც 4-4-2 ტაქტიკური განლაგებით შეადგინეს.
მეკარე: მიხეილ ალავიძე
მცველები: გია ჩაბრაძე (“საბურთალო”), აბდელ მეჯუბი (“დინამო” თბ), ოლექსანდ აზაცკი (ქუთაისის “ტორპედო”), ლაშა ჩიკვაიძე (“ჩიხურა”)
ნახევარმცველები: ლაშა შინდაგორიძე (“საბურთალო”), გია მანჯგალაძე (“დინამო” ბთ), მიშიკო სარდალიშვილი (“ჩიხურა”), ლევან შენგელია (“დინამო” თბ)
თავდამსხმელები: ჯაბა უგულავა (“სიონი”), ოგნიენ როლოვიჩი (“საბურთალო”)