პირლომ სამწვრთნელო ლიცენზია მიიღო - მის დისერტაციას „ჩემი ფეხბურთი“ ერქვა
პირლომ სამწვრთნელო ლიცენზია მიიღო - მის დისერტაციას „ჩემი ფეხბურთი“ ერქვა

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ უეფას საწვრთნელი კურსები დაასრულა. იტალიელმა სპეციალისტმა დაიცვა დისერტაცია UEFA Pro-ს გამოცდაზე. მის ნაშრომს ერქვა – „ჩემი ფეხბურთი“.

პირლო „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად მაურიციო სარის დათხოვნის შემდეგ დანიშნეს. 41 წლის სპეციალისტს არ ჰქონდა აუცილებელი კვალიფიკაცია, მაგრამ სერია A-ს ხელმძღვანელობამ საშუალება მისცა პირლოს სათავეში ჩადგომოდა კლუბს, რადგან იმ მომენტში ის უკვე გადიოდა საწვრთნელ კურსებს კოვერჩანოში.

„იუვენტუსი“ ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველ ოფიციალურ შეხვედრას 20 სექტემბერს გამართავს, როცა იტალიის ჩემპიონი სერია A-ს პირველ ტურში „სამპდორიას“ შეხვდება.

რამდენიმე დღის წინ, ტურინელებმა ამხანაგური მატჩი ჩაატარეს სერია C-ს კლუბ „ნოვარასთან“ და 5:0 მოიგეს.