პირლომ გამოაცხადა, რომ იგუაინი „იუვენტუსს“ დატოვებს
პირლომ გამოაცხადა, რომ იგუაინი „იუვენტუსს“ დატოვებს

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი გონსალო იგუაინი გუნდს ამ ზაფხულს დატოვებს. ამის შესახებ იტალიის ჩემპიონის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ გამოაცხადა.

„ჩვენ ველაპარაკეთ გონსალოს და გადავწყვიტეთ, რომ ამ ზაფხულს დატოვებს გუნდს. ხელმძღვანელობა მზად არის მის გასაშვებად“, – განაცხადა პირლომ პრესკონფერენციაზე. ადრე იტყობინებოდნენ, რომ არგენტინელი უარს აცხადებს კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტაზე. ასევე წერდნენ, რომ იგუაინმა შეიძლება კარიერა „ფიორენტინაში“ გააგრძელოს.

32 წლის ფეხბურთელი „იუვენტუსში“ 2016 წლიდან თამაშობს. მისი კონტრაქტი ტურინულ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.