პირლო სამწვრთნელო კარიერის დასაწყებად „იუვენტუსში“ დაბრუნდება 
პირლო სამწვრთნელო კარიერის დასაწყებად „იუვენტუსში“ დაბრუნდება 

იტალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ანდრეა პირლო „იუვენტუსის“ ახალგაზრდული გუნდის (U23) მთავარი მწვრთნელი გახდება. ეს გუნდი სერია C-ში თამაშობს.

როგორც იტალიური პრესა იტყობინება, ლეგენდარულ ფეხბურთელს სერია A-ს გუნდის გაწვრთნა სურდა, მაგრამ „იუვენტუსში“ მომავალ დანიშვნას, შესაძლოა ხელი შეუწყოს ტურინული კლუბის პრეზიდენტთან, ანდრეა ანიელისთან მეგობრულმა დამოკიდებულებამ.

41 წლის პირლომ კარიერის დასრულების შესახებ 2017 წელს გამოაცხადა. ის „იუვენტუსში“ 2011-15 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც, MLS-ის კლუბ „ნიუ იორკ სიტიში“ გადავიდა.