პირლო - მქონდა შანსი, ინგლისში მეთამაშა, მაგრამ 2009 წელს „ჩელსიმ“ ასაკის გამო დამიწუნა
პირლო - მქონდა შანსი, ინგლისში მეთამაშა, მაგრამ 2009 წელს „ჩელსიმ“ ასაკის გამო დამიწუნა

იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი ანდრეა პირლო აცხადებს, რომ 10 წლის წინ მას ჰქონდა შანსი ინგლისში ეთამაშა, მაგრამ 2009 წელს იგი „ჩელსიმ“ ასაკის გამო დაიწუნა.

„მე მქონდა შანსი, პრემიერლიგაში მეთამაშა. ჯერ კარლო ანჩელოტის „ჩელსიში“, ხოლო შემდეგ „მანჩესტერ სიტიში“, – ციტირებს „დეილი მეილი“ პირლოს, – „ლონდონურ კლუბში მითხრეს, ძალიან ბებერი ხარო, არადა სულ 30 წლის ვიყავი. „სიტის“ შემთხვევაში კი, „იუვენტუსი“ ვამჯობინე. მართალია, ინგლისში გადასვლა უდიდესი გამოცდილება იქნებოდა, მაგრამ ბედნიერი ვარ იტალიაში დარჩენით“.

პირლომ თითქმის მთელი თავისი კარიერა იტალიურ კლუბებში გაატარა – 1996 წლიდან 2015 წლამდე იგი იცავდა „ბრეშას“, „რეჯინას“, „ინტერის“, „მილანისა“ და „იუვენტუსის“ რიგებს.

2015-დან 2017 წლამდე კი „მლს“-ის კლუბ „ნიუ-იორკ სიტიში“ გამოდიოდა, სადაც კარიერა დაასრულა.