პირლო „იუვენტუსის“ ახალგაზრდულ გუნდს უხელმძღვანელებს
პირლო „იუვენტუსის“ ახალგაზრდულ გუნდს უხელმძღვანელებს

2020/2021 წლების სეზონიდან ტურინული გრანდის ახალგაზრდულ გუნდს (U-23) „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ანდრე პირლო ჩაუდგება სათავეში, – იუწყება იტალიის ჩემპიონის ოფიციალური ვებგვერდი.

პირლომ „იუვენტუსის“ რიგებში ოთხი სეზონის განმავლობაში იასპარეზა (164 მატჩი და 19 გოლი).

ტურინულ გუნდთან ერთად ანდრეა პირლომ იტალიის ჩემპიონობა ოთხჯერ იზეიმა და ორჯერ იტალიის სუპერთასს დაეუფლა.

41 წლის ვეტერანი ფეხბურთელის, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონის, ანდრეა პირლოსთვის „იუვენტუსის“ ახალგაზრდული გუნდი პირველი სამწვრთნელო გამოცდილება იქნება.