პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებისთვის ბრალდებულმა ანა აროშიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა 
პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებისთვის ბრალდებულმა ანა აროშიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა 

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი” საკონსტიტუციო სასამართლოში სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის ნორმებს ასაჩივრებს.

აღნიშნული ნორმები პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას ეხება.

სარჩელი ეკა ბესელიასთან დაკავშირებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის ბრალდებული ანა აროშიძის სახელით დარეგისტრირდება .„გირჩი“  აროშიძეს სამართლებრივ დახმარებას გაუწევს.

ანა აროშიძემ სარჩელი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ზურა გირჩი-ჯაფარიძის თანხლებით შეიტანა. „გირჩის“ ლიდერი აცხადებს, რომ საჯარო სივრცეში უკვე გავრცელებული ინფორმაციის შენახვის ან მეგობარზე გადაგზავნისთვის 16 ადამიანის დაკავება დაუშვებელია.

„როგორც იცით, 16 ადამიანს 4- დან 8 წლამდე ემუქრება პატიმრობა იმის გამო, რომ ინტერნეტში საჯაროდ განთავსებული ერთ-ერთი ფარული ჩანაწერი შეინახეს, ჩაიწერეს ან მეგობარს გადაუგზავნეს. ეს არის სრული სიგიჟე და არ შეიძლება ადამიანს ამისთვის სჯიდეს სახელმწიფო. ვფიქრობთ, რომ ინტერნეტში საჯაროდ განთავსებული ინფორმაციის თუ ფაილის მოპოვება იქნება თუ გავრცელება, არ უნდა იყოს დასჯადი”,- განაცხადა ზურაბ გირჩი-ჯაფარიძემ.