პიონჩანგში ქარიშხალია (ფოტო-ვიდეო)
პიონჩანგის ოლიმპიადის ორგანიზატორები გულშემატკივრებს რეგიონში ქარის გაძლიერებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ აფრთხილებენ. ქარი მსუბუქ კონსტრუქციებს ანგრევს, რის გამოც ზოგიერთი შეჯიბრის სტარტი გადაიდო.
მაგალითად, ქარმა ოლიმპიურ პარკში მაყურებელთა შეშვების პუნქტები დაანგრია.
“ძლიერი ქარის გამო, სახიფათოა ქუჩაში დარჩენა. ყველას ვთხოვთ, ოლიმპიური ობიექტების შიგნით ან რესტორნებში შევიდნენ”, – ასეთი განცხადებები კეთდება პიონჩანგის ქუჩებში ხმის გამაძლიერებლებით.
https://youtu.be/BBh_6ZAOP2g
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე