პიონჩანგის ზამთრის თამაშებზე რუსეთის დროშის გამოჩენა იზღუდება
პიონჩანგის ზამთრის თამაშებზე რუსეთის დროშის გამოჩენა იზღუდება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ოლიმპიური შეჯიბრების მსვლელობისას ტრიბუნებზე იმ ქვეყნების დროშების შეტანას კრძალავს, რომლებიც არ არიან აღიარებულნი საერთაშორისო თანამეგობრობის და სოკ-ის მიერ ან არ მონაწილეობენ კონკრეტულ თამაშებში.

ამ წესის მიხედვით, პიონჩანგის ზამთრის თამაშებზე იზღუდება რუსეთის დროშის გამოჩენაც, რადგანაც ამ ქვეყნის წარმომადგენელთა სტატუსი – „სპორტსმენი ოლიმპიელები რუსეთიდან” ამის საშუალებას არ იძლევა.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 2017 წლის დეკემბრის გადაწყვეტილების თანახმად, „სუფთა” რუსს სპორტსმენებს პიონჩანგის ზამთრის თამაშებზე მხოლოდ ოლიმპიური დროშით გამოსვლის უფლება აქვთ.

ტრიბუნებზე რუსეთის სახელმწიფო დროშის შეტანის შესაძლო აკრძალვისა და არაერთი რუსი სპორტსმენის დისკვალიფიკაციის გამო რუსეთში ოლიმპიადის ბოიკოტისკენ მოწოდებები გახშირდა.
რუსეთის მხარე სოკ-ისგან ითხოვს ოფიციალურ განმარტებას ამ საკითხთან დაკავშირებით – ექნებათ თუ არა გულშემატკივრებს ტრიბუნაზე რუსეთის დროშით გამოჩენის უფლება.