პიონჩანგ 2018-ზე დასასწრები ბილეთების 60 პროცენტზე მეტი გაყიდულია

23:02, 27.12.2017

ზამთრის 2018 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დასასწრები 700 000 ბილეთი ანუ საერთო რაოდენობის 60 პროცენტზე მეტი უკვე გაყიდულია.

გაყიდული ბილეთების მიხედვით, ზამთრის სპორტის მოყვარულებს შორის ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობებია: -სამთო-სათხილამურო სპორტი – გაყიდულია ბილეთების 81 პროცენტი; თხილამურებით რბოლა – გაიყიდა ბილეთების 79 პროცენტი; ციგურაობა – 74 პროცენტი და ბობსლეი – 70 პროცენტი.
ოლიმპიადის სტარტამდე თვენახევრით ადრე გაიყიდა ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე დასასწრები ბილეთების 67 პროცენტი.

23-ე ოლიმპიური თამაშები 9-25 თებერვალს სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში ჩატარდება.

მსგავსი