პიკეს არ სურს, რომ „ბარსელონამ“ ჩემპიონობა ტურნირის ვადაზე ადრე დასრულებით მოიპოვოს

18:28, 11.05.2020

ჟერარ პიკე ესპანეთის ჩემპიონატის განახლების მომხრეა და არ სურს, რომ მისმა გუნდმა გამარჯვება ტურნირის იძულებითი შეწყვეტით მოიპოვოს.

„მე სრულად ვიზიარებ ესპანეთის ჩემპიონატის ხელმძღვანელების პოზიციას, რომ ტურნირი უნდა განახლდეს, – მოჰყავს პიკეს სიტყვები „მარკას“. – ახლა სასწორზე ბევრი რამ დევს.

„ბარსელონასთვის“ საშინელება იქნება, ჩემპიონობა ამ სიტუაციაში მოვიპოვოთ, მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილის სათავეში ვიმყოფებით“, – მიაჩნია ჟერარ პიკეს.

მსგავსი