პიკე - ვალვერდეს გაშვებაში ლოგიკა არ იყო
პიკე - ვალვერდეს გაშვებაში ლოგიკა არ იყო

2019/20 წლების სეზონში „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს თანამდებობა დაატოვებინეს და მის ნაცვლად კატალონიური გრანდი კიკე სეტიენმა ჩაიბარა, თუმცა, „ბაიერნთან“ განცდილი მარცხის შემდეგ (8:2) კლუბი ამ უკანასკნელმაც დატოვა.

ჟერარ პიკემ ვალვერდესა და „ბარსელონას“ შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„მე ვერ დავინახე ლოგიკა ვალვერდეს გაშვებაში, როცა სეზონის შუა პერიოდი იდგა, – მოჰყავს Onefootball -ს პიკეს სიტყვები. – ამასთან, გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ ჩვენ ვალვერდესთან ერთად ესპანეთის წინა ორი ჩემპიონატი მოვიგეთ.

გაოცებული ვარ, რომ ისეთი ადამიანებს, როგორებიც არიან: გვარდიოლა, პუიოლი, ვალდესი და ასე შემდეგ, კლუბიდან ვუშვებთ. ისინი ჩვენი ისტორიის ნაწილი არიან და ყოველთვის „ბარსელონაში“ უნდა იყვნენ“.