პიკე „ესპანიოლთან“ მატჩზე ველოსიპედით მივიდა [ვიდეო]
კატალონიური „ბარსელონას“ მცველი ჯერარ პიკე ესპანეთის ჩემპიონატის 35-ე ტურის შეხვედრაზე „ესპანიოლთან“ ველოსიპედით მივიდა. აღნიშნულ ინფორმაციას „არ-თი-ი“ (RTE) ავრცელებს.
🎼 “Lleva, llévame en tu bicicleta.
Óyeme, @3gerardpique, llévame en tu bicicleta…” #VolverEsGanar pic.twitter.com/JBEBp2sl0w— Fútbol en Movistar+ (@MovistarFutbol) July 8, 2020
ფეხბურთელმა მონაწილეობა მიიღო აქციაში, რომელიც კორონავირუსის პირობებში გარემოს დაცვისთვის მოეწყო. ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც პიკემ ჯურნალისტებს დიდი სიჩქარით ჩაუარა და „კამპ ნოუს“ ავტოსადგომისკენ დაეშვა.