პიკე და დემბელე კატალონიაში საპროტესტო გამოსვლას შეუერთდნენ

13:23, 18.10.2019

„ბარსელონას“ მცველი ჟერარ პიკე და ნახევარმცველი უსმან დემბელე კატალონიაში გამოცხადებულ გაფიცვას შეუერთდებიან. შესაბამისად, ისინი  „ბარსელონას“ 18 ოქტომბერს დანიშნულ ვარჯიშში მონაწილეობას არ მიიღებენ.

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, ფეხბურთელებმა სოლიდარობა გამოუცხადეს რეგიონის იმ ცხრა პოლიტიკურ ლიდერს, რომლებსაც 2017 წლის რეფერენდუმის მოწყობისთვის ცხრიდან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.

ცნობისთვის, ორივე ფეხბურთელი  „ბარსელონას“ მომდევნო მატჩს „ეიბარის“ წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს – პიკეს ზედმეტი ყვითელი ბარათების აქვს, დემბელე კი წინა ტურში გააძევეს.

კატალონიაში პოლიციასთან შეჯახებისას 131 მშვიდობიანი ადამიანი დაშავდა, აგრეთვე 40 პოლიციელი.

მსგავსი