AS - პიკე „ჩელსისთან“ პირველ მატჩს გამოტოვებს
AS - პიკე „ჩელსისთან“ პირველ მატჩს გამოტოვებს

ესპანური გაზეთის AS-ის ინფორმაციით, დიდია იმის ალბათობა, რომ „ბარსელონას“ „ჩელსის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩში თავისი წამყვანი მცველი ჟერარ პიკე არ ეყოლება.

“ესპანიოლთან” ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში, პიკემ მუხლი დაიზიანა ჟერარ მორენოსთან შეჯახების შემდეგ.  ფეხბურთელმა მეორე დღეს სამედიცინო შემოწმება გაიარა.

ოპტიმისტური პროგნოზებით, მცველის აღდგენას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება, თუმცა, უფრო დამაჯერებელია ექიმების ვერსია ერთთვიანი პაუზის შესახებ, – წერს AS.

ასე რომ, პიკე აუცილებლად გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩს “ჩელსისთან”, რომელიც 20 თებერვალს, ლონდონში გაიმართება.

ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩის ჩატარება 14 მარტს იგეგმება.