პიერლუიჯი კოლინას პენალტის შესრულების წესის შეცვლა სურს #1TVSPORT
პიერლუიჯი კოლინას პენალტის შესრულების წესის შეცვლა სურს #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) სამსაჯო კორპუსის ხელმძღვანელმა პიერლუიჯი კოლინამ ფეხბურთის წესებში სავარაუდო ცვლილების შესახებ ილაპარაკა. მოსალოდნელი ცვლილება პენალტის შესრულების წესს შეეხება.

კოლინამ ჟურნალისტებს გაანდო ინფორმაცია – ფიფაში წამოიჭრა საკითხი იმის შესახებ, რომ მეკარის მიერ პენალტის მოგერიების შემდეგ, აღარ იყოს ნებადართული დამატება და დაინიშნოს კარიდან დარტყმა.

„პენალტების სერიაში დამატება არ შეიძლება. ასე უნდა იყოს თამაშის დროსაც. თქვენ ან იტანთ გოლს ან თამაში გრძელდება კარიდან დარტყმით. ეს საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ ის თეატრი, რომელიც მოგერიების შემდეგ იქმნება“, – განაცხადა იტალიელმა არბიტრმა გაზეთ La Reppublica-სთან ინტერვიუში.