პიერლუიჯი კოლინა - ვიდეორეფერიმ თითქმის აღმოფხვრა ფეხბურთში სიმულაცია
პიერლუიჯი კოლინა - ვიდეორეფერიმ თითქმის აღმოფხვრა ფეხბურთში სიმულაცია

ლეგენდარულმა იტალიელმა არბიტრმა პიერლუიჯი კოლინამ, რომელსაც უეფაში მსაჯობის საკითხში უფროსი ოფიცრის პოსტი უჭირავს, განაცხადა, რომ ვიდეორეფერის სისტემა ეფექტურად ებრძვის ფეხბურთში სიმულაციას.

„საერთო ჯამში, ფეხბურთში სიმულაციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს. უფრო მეტსაც გეტყვით, ვიფეორეფერის (VAR) შემოღებამ ის საერთოდ უნდა აღმოფხვრას. უკვე დღეს ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ ფენომენის მნიშვნელოვნად შემცირებას. დღეს თითოეულ ფეხბურთელს ესმის, რომ VAR-ს შესწევს უნარი, მოიცვას მოედნის ნებისმიერი წერტილი, დაინახოს ნებისმიერი მომენტი. პოტენციურ დამრღვევს წინასწარ ესმის, რომ მას აუცილებლად გამოიჭერენ. დამიჯერეთ, ეს ძალიან ძლიერი ფსიქოლოგიური მომენტია. VAR-მა შესანიშნავად წარმოაჩინა თავი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე. სისტემა გამოსცადეს კოპა ლიბერტადორესზე, გამოიყენება გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში. VAR-ის დანერგვა ემსახურება ფეხბურთის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებას“, – აცხადებს კოლინა.