პიერ საჟი „ლიონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს #1TVSPORT
პიერ საჟი „ლიონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს #1TVSPORT

„ლიონმა“ მთავარი მწვრთნელის, პიერ საჟის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

გიორგი მიქაუტაძის გუნდმა ბოლო ხუთი მატჩი ვერ მოიგო. საერთო ჯამში კი საფრანგეთის ჩემპიონატში დაგროვებული 30 ქულით „ლიონი“ მეექვსე ადგილზეა.

ჯერ უცნობია, ვინ შეცვლის პიერ საჟს. ყველაზე აქტიურად „მილანის“ ყოფილი დამრიგებლის, პაულო ფონსეკას კანდიდატურა სახელდება, რომელიც ახლა უმუშევარია.

აღსანიშნავია, რომ „ლიონი“ უკვე გამოეთიშა საფრანგეთის თასს, ხოლო ევროპის ლიგის ძირითად ეტაპზე მეხუთე ადგილზეა.