პიერ-ემერიკ ობამეიანგი „მარსელში“ დაბრუნდა #1TVSPORT
პიერ-ემერიკ ობამეიანგი „მარსელში“ დაბრუნდა #1TVSPORT

36 წლის გაბონელი ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი საფრანგეთის ლიგა 1-ში ბრუნდება.

გაბონელმა ფეხბურთელმა ზეპირ შეთანხმებას მიაღწია თავის ყოფილ გუნდთან, „მარსელთან“, რომელიც ობამეიანგს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ.

უფრო ადრე ობამეიანგმა კონტრაქტი გაწყვიტა საუდის არაბეთის კლუბ „ალ-კადისიასთან“, რომლის რიგებშიც 2024 წლის ივლისში 9 მილიონ ევროდ გადავიდა. საუდის არაბეთის ჩემპიონატში ფორვარდმა 32 მატჩში 17 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.