პიასტრი 2025 წლის სეზონის პირველი ნახევრის საუკეთესო პილოტია, ნორისი მეცხრეა, ჰემილტონი - მე-14 #1TVSPORT
პიასტრი 2025 წლის სეზონის პირველი ნახევრის საუკეთესო პილოტია, ნორისი მეცხრეა, ჰემილტონი - მე-14 #1TVSPORT

„მაკლარენის“ პილოტი ოსკარ პიასტრი სათავეში ჩაუდგა გამოცემა RaceFans-ის რეიტინგს, რომელიც 2025 წლის სეზონის პირველი ნახევრის შედეგების მიხედვითაა შედგენილი. მისი თანაგუნდელი ლანდო ნორისი მხოლოდ მეცხრეა, ლუის ჰემილტონი, რომელიც პირველ სეზონს ატარებს „ფერარიში“, მე-14 ადგილზე აღმოჩნდა.

2025 წლის სეზონის პირველი ნახევრის რეიტინგი:

1. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი), 2. ჯორჯ რასელი (მერსედესი), 3. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული), 4. შარლ ლეკლერი (ფერარი), 5. ალექს ალბონი (უილიამსი), 6. ნიკო ჰიულკენბერგი (ზაუბერი), 7. ესტებან ოკონი (ჰაასი), 8. ფერნანდო ალონსო (ასტონ მარტინი), 9. ლანდო ნორისი (მაკლარენი), 10. აიზეკ აჯარი (რეისინგ ბულზი), 11. პიერ გასლი (ალპინი), 12. გაბრიელ ბორტოლეტო (ზაუბერი), 13. კარლოს საინსი (უილიამსი), 14. ლუის ჰემილტონი (ფერარი), 15. ოლივერ ბერმანი (ჰაასი), 16. ანდრეა კიმი ანტონელი (მერსედესი), 17. ლაიამ ლოუსონი (რეისინგ ბულზი), 18. ლენს სტროლი (ასტონ მარტინი), 19. იუკი ცუნოდა (რედ ბული), 20. ფრანკო კოლაპინტო (ალპინი).