პეტრო პოროშენკომ ანგელა მერკელს ქერჩის სრუტეში რუსეთის აგრესიის შესახებ აცნობა
პეტრო პოროშენკომ ანგელა მერკელს ქერჩის სრუტეში რუსეთის აგრესიის შესახებ აცნობა

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ სატელეფონო საუბრისას გერმანიის კანცლერს ქერჩის სრუტეში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის უხეში აქტისა და უკრაინის საპასუხო ქმედებების შესახებ აცნობა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სვიატოსლავ ცეგოლკომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

მისი ინფორმაციით, პოროშენკომ მერკელს საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებაც აცნობა.

„ანგელა მერკელმა შეშფოთება გამოთქვა იარაღის გამოყენებით რუსეთის აგრესიის ესკალაციის გამო და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს დეესკალაციისთვის“, – წერს პოროშენკოს პრესმდივანი.

პეტრო პოროშენკომ მერკელთან საუბრისას, უკრაინელი მეზღვაურებისა და ხომალდების გასათავისუფლებლად საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა.