„პეტრო-არენაზე“ სამწვრთნელო კურსები გაიმართა #1TVSPORT
„პეტრო-არენაზე“ სამწვრთნელო კურსები გაიმართა #1TVSPORT

„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მეორე მოდული გაიმართა. ორგანიზატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტია.

ლიცენზიის მაძიებელმა მწვრთნელებმა ტუტორებისა და ინსტრუქტორების დახმარებით სამი დღის განმავლობაში ინფორმაცია შემდეგ საფეხბურთო თემებზე მიიღეს – შეტევის მომზადება (ზონა 1), სათამაშო მოდელი, მეკარის ტექნიკური მომზადება და თავდაცვა (ზონა 3).

ამ ეტაპზე უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე 20 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. სფფ-ს ცნობით, კურსი უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაშია და სასწავლო პროცესი ათი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მწვრთნელებს საერთაშორისო კატეგორიის B ლიცენზია გადაეცემათ.