პეტრიაშვილი საქართველოს ჩემპიონატსაც იგებს - „თავისუფლებმა“ დღეს მედლების სამი კომპლექტი გაითამაშეს [ფოტოამბავი]
პეტრიაშვილი საქართველოს ჩემპიონატსაც იგებს - „თავისუფლებმა“ დღეს მედლების სამი კომპლექტი გაითამაშეს [ფოტოამბავი]

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა სამი წონითი კატეგორიის ფინალური შეხვედრებით დასრულდა, საქართველოს ჩემპიონატის მესამე დღე. ჩემპიონები და პრიზიორები, გიორგი იანტბელიძის გუნდის მოქმედმა და პოტენციურმა წევრებმა, დღეს სამ წონით კატეგორიაში გაარკვიეს.

61 კილოგრამში, ტიტულოვანმა ბექა ლომთაძემ, ჩემპიონობა არავის დაუთმო. მან ფინალში თეიმურაზ ვანიშვილი დაამარცხა. გია ავალიანს სძლია და 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა მირზა სხულუხია. რაც შეეხება მძიმე წონას, აქ როგორც მოსალოდნელი იყო, გენო პეტრიაშვილმა პირველობა არავის დაუთმო. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ფინალში როლანდ ანდრიაძესაც იოლად მოუგო და თავის მრავალრიცხოვან კოლექციას, კიდევ ერთი ოქროს მედალი შემატა.

თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ტურნირი ხვალ დასრულდება. დასკვნით დღეს, როგორც თავისუფალი ასევე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, მედლების დარჩენილი სამი კომპლექტი გათამაშდება. გადამწყვეტი ორთაბრძოლების პირდაპირ რეპორტაჟებს, 15:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი