პეტრიაშვილი, ლომთაძე და მწითური ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ | ჭიდაობა
პეტრიაშვილი, ლომთაძე და მწითური ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ | ჭიდაობა

რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთათვის მეორე საშეჯიბრო დღეა.

ხალიჩაზე ხუთი ქართველი ფალავანი გამოვიდა, რომელთაგანაც სამი მოჭიდავე ნახევარფინალში იასპარეზებს.

მსოფლიოს მომქმედი ჩემპიონი ბექა ლომთაძე (61კგ) ფინალში გასასვლელად აზერბაიჯანელ სპორტსმენს შეხვდება. ირაკლი მწითური (92) თურქ მოჭიდავეს დაუპირისპირდება, ხოლო ასევე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი უკრაინელ ფალავანთან იჭიდავებს.

ნახევარფინალები 19.45 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ დღესვე კონტინენტის პირველობაზე მირზა სხულუხია (70 კგ.) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ. ფინალური ბლოკი 21.00 საათზე გაიმართება.