პეტრიაშვილი და მწითური ნახევარფინალში იჭიდავებენ
პეტრიაშვილი და მწითური ნახევარფინალში იჭიდავებენ

ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე დღეს ოთხმა ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ დაიწყო ასპარეზობა. მათგან ორი – გენო პეტრიაშვილი (125 კგ) და ირაკლი მწითური (92 კგ) ნახევარფინალში იასპარეზებენ.

ფინალში გასასვლელად გენო უკრაინელ, ხოლო ირაკლი ამერიკელ სპორტსმენს შეხვდება. კიდევ ორი ქართველი მოჭიდავე – ზურაბ იაკობაშვილი (70 კგ) და ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ, მაგრამ ბრინჯაოს მედლის შანსს მაინც ინარჩუნებენ.