პეტრიაშვილი და ლომთაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებენ | ჭიდაობა
პეტრიაშვილი და ლომთაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებენ | ჭიდაობა

რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთათვის მეორე საშეჯიბრო დღეა.

ხალიჩაზე ხუთი ქართველი ფალავანი გამოვიდა, რომელთაგანაც ორი მოჭიდავე ფინალში იასპარეზებს და ერთიც ბრინჯაოსთვის იბრძოლებს. ასევე, მესამე ადგილის შანსს ინარჩუნებს ავთანდილ კენჭაძე.

მსოფლიოს მომქმედმა ჩემპიონმა ბექა ლომთაძემ (61კგ) ფინალში გასასვლელად აზერბაიჯანელ სპორტსმენს დაძაბულ ბრძოლაში სძლია და ფინალში რუს სპორტსმენს დაუპირისპირდება, ხოლო ასევე მსოფლიოს მოქმედმა გამარჯვებულმა გენო პეტრიაშვილმა უკრაინელ ფალავანს მოუგო და ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.

სამწუხაროდ ირაკლი მწითური( 92) ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს. დღევანდელი შეხვედრების ფინალური ბლოკი ხვალ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ დღესვე კონტინენტის პირველობაზე მირზა სხულუხია (70 კგ.) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ. ფინალური ბლოკი 21.00 საათზე გაიმართება.

დატოვე კომენტარი