პეტრას აუსტრევიჩუსი - ევროკავშირის ეფექტური ჩართვა მედიაციის პროცესში იყო უპრეცედენტო, ამასთანავე ლოგიკური და პროპორციული იმ ხელშეკრულებების, რაც საქართველოს ევროკავშირთან აქვს
პეტრას აუსტრევიჩუსი - ევროკავშირის ეფექტური ჩართვა მედიაციის პროცესში იყო უპრეცედენტო, ამასთანავე ლოგიკური და პროპორციული იმ ხელშეკრულებების, რაც საქართველოს ევროკავშირთან აქვს

ევროკავშირის ეფექტური ჩართვა მედიაციის პროცესში იყო უპრეცედენტო, ამასთანავე ლოგიკური და პროპორციული იმ ხელშეკრულებების, რაც საქართველოს ევროკავშირთან აქვს, – აცხადებს ევროპარლამენტის წევრი ლიეტუვიდან, პეტრას აუსტრევიჩუსი.

პეტრას აუსტრევიჩუსი სიტყვით გამოვიდა ღია საზოგადოების ფონდების ბრიუსელის და საქართველოს ოფისების ინიციატივით გამართულ ონლაინდისკუსიაზე, რომელიც ეხებოდა შარლ მიშელის დოკუმენტსა და მის შემდგომ აღსრულებას.

„ამ შეხვედრის მიზანია არა საქართველოს კრიტიკა ან ისედაც ცნობილი პრობლემების განხილვა, არამედ დასკვნების გაკეთება, რომ მივიღოთ გაკვეთილი არსებული სიტუაციიდან და მომავალში კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ბოლო პერიოდი უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზებითა და დაძაბულობით ხასიათდება. ფაქტობრივად, ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ ფუნქციონირება შეწყვიტა და საზოგადოების დიდი ნაწილის იმედგაცრუება გამოიწვია. პოლიტიკური კრიზისი პოლიტიკური ხედვის თანახმად უნდა იქნეს გადაწყვეტილი.

ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის ეფექტური ჩართვა მედიაციის პროცესში და კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ჩართულობა მსგავს პროცესში იყო უპრეცედენტო. მეორე მხრივ, ევროკავშირის მონაწილეობა იყო ლოგიკური და პროპორციული იმ ხელშეკრულებების, რაც საქართველოს ევროკავშირთან აქვს გაფორმებული. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი რეპუტაციული დარტყმა მიიღო და ახლა ქვეყანამ ხელიდან არ უნდა გაუშვას შესაძლებლობა, წარმატებით განახორციელოს შეთანხმება – „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, – განაცხადა აუსტრევიჩუსმა, რომლის გამოსვლის თარგმანსაც ღია საზოგადოების ფონდი ავრცელებს.

ღია საზოგადოების ფონდების ბრიუსელის და საქართველოს ოფისების ინიციატივით ევროპარლამენტარ პეტრას ოსტრიავიჩუსის პატრონაჟით (ALDE/ლიეტვუა) ჩატარდა ონლაინ დისკუსია „როგორ შეიძლება საქართველომ აღადგინოს პოლიტიკური სტაბილურობა და შეუდგეს რეფორმებს“. მთავარი მომხსენებლები იყვნენ ევროკავშირის მედიატორი კრისტიან დანიელსონი, ევროპარლამენტარები პეტრას აუსტრევიჩიუსი, ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, ღია საზოგადოების ფონდების წარმომადგენლები ქეთი ხუციშვილი საქართველოდან და ისკრა კიროვა ბრიუსელის ოფისიდან.