პეტრა კვიტოვაზე თავდამსხმელს რვა წელი მიუსაჯეს
პეტრა კვიტოვაზე თავდამსხმელს რვა წელი მიუსაჯეს

მამაკაცს, რომელმაც ჩეხ ჩოგბურთელ პეტრა კვიტოვას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა, რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ინციდენტი 2016 წელს, ჩეხეთის ქალაქ ბრნოში მოხდა: 33 წლის რადიმ ზონდრა სპორტსმენის სახლში მივიდა და კვიტოვას უთხრა, რომ ხელოსანი იყო და გამათბობელი უნდა შეემოწმებინა, ცოტა ხანში კი უკნიდან მიეპარა პასპინძელს, ერთი ხელით გააკავა, მეორეთი კი ყელზე დანა მიადო.

კვიტოვამ თავი გაინთავისუფლა, თუმცა ხელებზე სერიოზული ჭრილობები დარჩა. მიუხედავად ამისა, ხუთ თვეში ის კვლავ დაბრუნდა კორტზე.

საინტერესოა ასევე, რომ 29 წლის სპორტსმენმა, რომელიც ამჟამად მსოფლიოს ნომერი მეორე ჩოგანია, თავდამსხმელს წასვლის სანაცვლოდ ფული შესთავაზა და 10 000 ჩეხური კრონაც მისცა ($440). სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზონდრას ამ ფულის დაბრუნება მოუწევს.