პეტრ ჩეხმა ჰოკეისტის კარიერა დაიწყო
პეტრ ჩეხმა ჰოკეისტის კარიერა დაიწყო

ლეგენდარული ფეხბურთელი, მეკარე პეტრ ჩეხი ბრიტანეთის ჰოკეის მეოთხე დივიზიონის გუნდის გოლკიპერი გახდება. „არსენალისა“ და „ჩელსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჰოკეის კლუბ „გილფორდ ფენიქსთან“ კონტრაქტი გააფორმა.

ჩეხი „ჩელსიში“ ტექნიკური და სპორტული მრჩევლის თანამდებობაზეა, მაგრამ ვეტერანმა გადაწყვიტა ბედი სპორტის ახალ სახეობაში ეცადა და ოფიციალურად შეერთებოდა გუნდს, რომელიც ბრიტანეთის ჰოკეის მეოთხე ლიგაში გამოდის.

„მოხარული ვარ „ფინიქსში“ თამაშის შესაძლებლობითა და სათამაშო გამოცდილების მიღებით. იმედია, შევძლებ ახალგაზრდა გუნდს სეზონზე მიზნების მიღწევაში დავეხმარო და შევეცდები რაც შეიძლება მეტი მატჩი მოვიგო. პროფესიულ ფეხბურთში 20 წელი თამაშის შემდეგ, საინტერესო იქნება გამოვცადო საკუთარი თავი სპორტის იმ სახეობაში, რომელიც ბავშვობიდან მიყვარს“, – განაცხადა ჩეხმა გუნდის ოფიციალურ გვერდზე.