პეტრ ჩეხის წარმატებული დებიუტი ჰოკეიში
პეტრ ჩეხის წარმატებული დებიუტი ჰოკეიში

„არსენალისა“ და „ჩელსის“ ყოფილი გოლკიპერი პეტრ ჩეხი, ამჯერად ჰოკეის ბრიტანული გუნდის „გილფორდ ფენიქსის“ კარს იცავს.

ჩეხი მეკარის სადებიუტო მატჩი სპორტის სხვა სახეობაში წარმატებული გამოდგა.

პეტრ ჩეხმა ბულიტების სერიაში გადამწყვეტი დარტყმა მოიგერია. მისმა გუნდმა „სუინდონ უაილდქეთსი“ დაამარცხა, პეტრ ჩეხი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

„ბავშვობიდან მქონდა ოცნება, რომ ჰოკეიში ერთი მატჩი მაინც მეთამაშა. ოცნება უკვე ამიხდა და ამ ფაქტს ვეღარაფერი შეცვლის“ – განაცხადა 37 წლის ლეგენდარულმა მეკარემ.